სარეკლამო მასალა
ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებს, რუკებს, ფოტოებსა და აქტივობებს გაცნობოდნენ.

გამოფენილი იყო ადგილობრიბი მეწარმეების პროდუქცია.

დამთვალიერებლებმა სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სახალისო კითხვარი შეავსეს მოეწყობილი იყო ფოტო ზონა. ზუგდიდის ბულვარში გაიმართა მეგრული „სთრიდ ფუდის“ ბაზარი, სადაც წარმოდგინეს მეგრული მრავალფეროვანი ტრადიციული და გათანამედროვებული კერძები. მოეწყო საბავშვო აქტივობები და გუნდური თამაშები.

გამოფენილი იყო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.

საღამოს 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიებები კონცერტით დაიხურა რომელშიც მონაწილეობას ანი კეკუა, სოფო ბედია, თიკა მახალდიანი, ელენე ფოჩხუა, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ იღებდნენ.

26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

ზუგდიდის ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით ჩატარდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.