სარეკლამო მასალა
„წარმატებისა და რეგიონებში მეტი დასაქმებულისთვის" - JRC-ის ქსელური შეხვედრა ზუგდიდში
ზუგდიდის ტექნოპარკში ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ორგანიზებით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, დისკუსიის მთავარი საკითხი პროფესიული განათლება და მისი მნიშვნელობა იყო. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) მიერ საქართველოს რეგიონებში ქსელური შეხვედრები მიზნად ისახავს დამსაქმებლების, ბიზნეს ასოციაციების, ინდუსტრიის ჯგუფებისა და სხვა კერძო სექტორის წახალისებას საგანმანათლებლო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ქსელური შეხვედრების ინიციატივა არის ნაწილი USAID Industry-led Skills Development Program, რომელიც საქართველოში მხარს უჭერს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული უნარების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და ხელმისაწვდომობას, რაც საბოლოო ჯამში ერთის მხრივ ხელს უწყობს ადგილობრივთა დასაქმებას და მეორეს მხრივ ხელს უწყობს ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას კვალიფიციურ კადრებზე.

"გარკვეულ წილად სჭირდება სტიმულირება ბიზნესს, პროფესიული განათლების სერვისის მიმწოდებელთან კომუნიკაციისთვის. დავინახეთ მოტივაცია და ინტერესი, რაც გვახარებს, რომ ახალი იდეებით და ახალი გადაწყვეტებით გამოწვევებს გავუმკლავდეთ ერთად, ამ ახალ მიდგომებში გამოჩნდა იდეები, რომელიც შეიძლება რეალიზდეს. მთავარი, რაც გამოიკვეთა ეს არის სექტორალური მუშაობა, სადაც ადგილობრივმა მთავრობამაც დაინახა თავისი როლი, ბიზნესმა და სამოქალაქო სექტორმაც,"- უთხრა რადიო "ათინათს" ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ.

ზუგდიდის ტექნოპარკში შეკრებილებმა, ღიად ისაუბრეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ბიზნესმა გააზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ რა პრობლემებს აწყდებიან კვალიფიციური კადრების შერჩევისას და პროფესიული განათლების გამცემებთან, მედიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ერთობლივი გადაჭრის გზებსა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

"პროფესიული განათლება ვფიქრობ, რომ არის ერთ-ერთი უმოკლესი გზა იმისთვის, რომ სამუშაოს მაძიებელი დასაქმდეს შრომის ბაზარზე და იმუშაოს მის მიერ შეძენილი პროფესიის შესაბამისად. დღეს ძალიან დიდი პრობლემაა პროფილით დასაქმების. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით თუ რა პროფესიით სურთ შრომის ბაზარზე პოზიციონირება. ძალიან მნიშვნელოვანია საშუალო განათლების სისტემაში ინტეგრირდეს კარიერის მართვის და პროფესიული ორიენტაციის სპეციალისტების ჩართულობა,"- უთხრა რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიის ქალთა ოთახის წარმომადგენელმა ნინო გვაგვალიამ.

პროექტი მიზნად ისახავს დამსაქმებლების, ბიზნეს ასოციაციების, ინდუსტრიის ჯგუფებისა და სხვა კერძო სექტორის წახალისებას საგანმანათლებლო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პირველად საქართველოში, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში, შეიქმნა პროსტატის დაავადებათა მკურნალობისა და აღდგენითი თერაპიის ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებს ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.
ზუგდიდში პირველად პროფესორი ივა კუზანოვი ჩაატარებს პრეზენტაციას თემაზე - თანამედროვე პლასტიკური ოპერაციები 21-ე საუკუნეში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონი, 20 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდით გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.