სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერმა მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ახალგაზრდებს წარუდგინა
ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებს წარუდგინა.

მერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ კუთხით არსებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მოეწყობა ახალგაზრდული ცენტრი, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის.

მამუკა წოწერიამ ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აღნიშნა, რომ მათი საინტერესო ინიციატივები აუცილებლად გახდება სამოქმედო გეგმის ნაწილი.

„ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტთან-ახალგაზრდებთან გვქონდა შეხვედრა. აქტიური ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც ძალიან საინტერესო ინიციატივები აქვთ. ეს ინიციატივები აუცილებლად გახდება ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია სათათბიროს როლი ახალგაზრდების განვითარების საქმეში, რომელთაც ჩვენ ვანდობთ ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას. ჩვენი მიდგომა არის ვაკეთოთ საქმე ახალგაზრდებისთვის, მათივე ჩართულობით“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მერმა შეხვედრაზე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ზუგდიდი არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს.

ასევე, ამავე პროგრამით 2022-2023 სასწავლო წლისთვის, მერის სტიპენდია 82 სტუდენტს დაენიშნა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი პროგრამა, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება. პროგრამის მიზანია ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი/დევნილი) ორიენტირებული პროექტები.

მერმა პრემიერის ინიციატივაზე საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამაზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 35 000 000 ლარია გამოყოფილი.

მამუკა წოწერიამ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება.

ცნობისთვის, „EU4Culture“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერაა. პროექტი ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის (მთავარი პარტნიორი და პროექტის განმახორციელებელი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.

აღსანიშნავია, რომ „EU4Culture“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის: აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის 70-მა ქალაქმა. სტრატეგიების შეფასების შემდეგ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების კონსორციუმმა, ზუგდიდი გამარჯვებულ ქალაქად გამოავლინა.

შეხვედრის დასასრულს მერმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.