სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო
საახალწლოდ, ზუგდიდის ცენტრალური მოედანი, ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ილუმინაციებით მოირთო, ხოლო დადიანების სასახლეთა ეზო მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ილუმინაციებითა და სხვადასხვა დეკორაციული სანათებით განათდა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ამაღლებული და კარგი განწყობაა დღეს ჩვენს ქალაქში, დადებითი მოლოდინებით ვართ 2024 წლის მიმართ, უმნიშვნელოვანესი და უდიდესი მიღწევები ჰქონდა ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ქალაქს 2023 წელის განმავლობაში. ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ძალიან ბევრს შევძლებთ და დავიმკვიდრებთ თავს ჩვენს ევროპულ ოჯახში, ეს იქნება თითოეული თქვენგანის დამსახურება“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ღონისძიებაში ადგილობრივმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალური, სამეჯლისო სპორტული და თანამედროვე ცეკვების ანსამბლები, სახელოვნებო სკოლების გაერთიანების აკადემიური გუნდი.

საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.