რეგიონი
ხუთი გამშვები პუნქტის დახურვამ შესაძლოა, ვითარების დაძაბვა გამოიწვიოს
ზაქარეიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდეტის რაულ ხაჯიმბას იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ენგურის მიმდებარედ 5 ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვა იგეგმება. ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ აფხაზური მხარის ეს პოზიცია გადახედილი იქნება. "გამყოფ ხაზზე გადასასვლელი დამატებითი 5 გამშვები პუნქტი 2013 წელს გაიხსნა. ეს ნაბიჯი აღქმული იყო, როგორც აფხაზური მხარის კეთილი ნება, რომელიც მიმართული იყო როგორც გალის რაიონის, ისე მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისკენ. გამშვები პუნქტების გახსნამ ხელი შეუწყო ადგილზე ვითარების განმუხტვას და გამყოფი ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ გამშვები პუნქტების გაუქმების შემთხვევაში კი გამოიკვეთება, რომ მხოლოდ ერთი პუნქტი არ არის საკმარისი მოსახლეობის გადაადგილებისთვის. 5 გამშვები პუნქტის დახურვამ შესაძლოა, გამოიწვიოს გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარების დაძაბვა და სწორედ უსაფრთხოების პირობების გაუარესება. ამით კი ეჭვქვეშ დადგება გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვის არგუმენტი, კერძოდ, რომ თითქოს, მიზანი უსაფრთხოების განმტკიცებაა. ამიტომ იმედს გამოვთქვათ, რომ ბატონი ხაჯიმბას ეს განცხადება გადახედილი იქნება, კარგად იქნება გაანალიზებული ყველა შედეგი და მიღებული იქნება უსაფრთხოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მოსახერხებელი გადაწყვეტილება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და 6 "გამშვები პუნქტის" ნაცვლად ერთის დატოვებას გეგმავს. სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამ დროისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე 6 – ერთი ცენტრალური და 5 დამატებითი გადასასვლელი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ გალის რაიონში, ცენტრალური გამშვენი პუნქტის გარდა, ხუთი დამატებითი (4 საფეხმავლო და 1 საავტომობილო) 2013 წლის მაისში გაიხსნა და გალის რაიონის მაცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ ე.წ. აფხაზური ან ყოფილი საბჭოთა პასპორტებით შეუძლიათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
22 / მაისი 2025
უშბაზე ექსპედიციის დროს 29 წლის მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა.
22 / მაისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში ფართოდ გავრცელებულ ღომის კულტურაზე და მასთან დაკავშირებულ რიტუალზე, რომელსაც ,,ღუმუშ ოხვამერც“, ანუ ღომის ლოცვას უწოდებდნენ.
22 / მაისი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მკვლელობაში ეჭვმიტანილ „დეპუტატს“, ადგურ ხარაზია, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ერთხმად დაუჭირა მხარი, იუწყება „აფსნიპრესი“.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.