ზუგდიდის გამგეობამ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ახლადაშენებული სახლები გადასცა
12:24 / 30.12.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალურად შეჭირვებული
ოჯახებისთვის აშენებული სახლების
გადაცემა დღეს დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველი სახლი
სოფელ კახათში ფაჟავების ოჯახს გადასცეს. ამ პროცესს ზუგდიდის
გამგებელი ედიშერ თოლორაია, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და
რეგიონის გუბერნატორი ლევან შონია დაესწრნენ.
„ძალიან გახარებული ვარ. 7 წელი ვცხოვრობდით გაუსაძლის პირობებში,
ფიცრული სახლი გვქონდა. ყველას მადლობას ვუხდი, ძალიან ბედნიერები
ვართ“, - აღნიშნა ეკა ჯიქიამ.
სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის სახლების გადაცემა ხვალაც
გაგრძელდება. გამგეობის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის
სხვადასხვა სოფელში სულ 16 სახლი აშენდა. პროგრამა მომავალ წელსაც
განხორციელდება.
ცნობისთვის, ზუგდიდის გამგეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე
ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და რემონტს
არ ექვემდებარება, საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში უშენებს.
პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარი იყო
გამოყოფილი. პროექტი საპილოტე იყო. აღნიშნული პროგრამა სოციალურად
დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის
ნაცვლად ხორციელდება. პროექტის იდეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
გამგებლის მოადგილეს გიზო სართანიას ეკუთვნის.
კურსკის ოლქის სუჯანსკის რაიონის სოფელ კირეევკასთან, საბრძოლო მოქმედებების ზონაში, აფხაზეთის მცხოვრები იგორ ხეცია დაიღუპა. ის ბატალიონ „პიატნაშკაში“ ირიცხებოდა. ინფორმაციას ტელეგრამის არხები ავრცელებენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 9 სექტემბერს, უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე სამეურნეო ნაკვეთი დაზიანდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.
უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზი ახალგაზრდების „კულტურული კოდის“ შეცვლას ცდილობენ, ამის შესახებ რუსმა პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები