ადგილობრივი მთავრობა: "ზუგდიდში დიდთოვლობას გართულებები არ მოყოლია" (ვიდეო)
12:34 / 04.01.2016
ქალაქ ზუგდიდში დიდთოვლობას სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია. ამის
შესახებ რადიო "ათინათს"
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ყველა სამსახური მობილიზებული და მზადაა,
ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირებისთვის.
"სინოპტიკოსების ვარაუდებიც დამაიმედებელია, ყველა სამსახური
მობილიზებულია და შევძლებთ ნებისმიერ მდგომარეობას გავუმკლავდეთ
ზედმეტი გართულებების გარეშე", - განაცხადა ქვარაიამ.
ვითარება სტაბილური ზუგდიდის რაიონშიც, თუმცა შეზღუდვაა
ზუგდიდი-ჩხოროწყუს მაგისტრალზე, სოფელ ყულიშკარის და ჯიხაშკარის
მონაკვეთებზე.
როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის გამგებლის
მოადგილე გიზო სართანიამ განუცხადა, აღნიშნული პრობლემაც რამდენიმე
საათში მოგვარდება.
"იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მოქალაქეებს დაჭირდათ ჩვენი
დახმარება, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ქონდათ.
ყველა მათგანს დროულად დავეხმარეთ და გართულებები არც ამმხრივ
ყოფილა", - აღნიშნა სართანიამ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები