დიდთოვლობისგან დაზარალებული ოჯახების რაოდენობა სამამდე გაიზარდა (ვიდეო)
10:11 / 05.01.2016
დიდთოვლობამ ზუგდიდის რაიონის სამ სოფელში - ჭითაწყარში, ინგირსა და
კორცხელში საცხოვრებელი
სახლები დააზიანა.
როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ
განუმარტა, სამი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რამაც ეს
სახლები ფაქტობრივად, მთლიანად დააზიანა.
"ჩვენ ყველა შემთხვევას ადგილზე ვსწავლობთ და შესაბამის დახმარებას
აღმოვუჩენთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. დაითვლება ზარალი და
ცენტრალურ მთავრობას გადაეგზავნება, რომელიც მზადაა დასახმარებლად", -
განმარტავს სართანია.
მისივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის სოფლებში
მძიმე და სპეც-ტექნიკა იყო მობილიზებული და გზების გაწმენდითი
სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რათა მოსახლეობას გადაადგილების
პრობლემა არ შეექმნას.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები