რეგიონი
ასოციაცია „ათინათის“ საჩუქარი კონფლიქტისპირა სოფლებში მოქმედ სკოლებს
ასოციაცია „ათინათი“ და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე 10 სოფლის საჯარო სკოლაში ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება,“ რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა, ნდობის მოპოვება და მათთვის პროფესიული და ზოგადი განვითარების ხელშეწყობა.

ასოციაცია „ ათინათმა“ პროექტის პარტნიორ თითოეულ საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა კომპიუტერული ტექნიკა, პრინტერ-კომბაინები, ლეპტოპები, უკაბელო ინტერნეტის მოწყობილობები და კლუბის ოთახისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარი.

„ათინათი“ პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ 2013 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თითოეულ სკოლაში დაარსდა 4 მიმართულების ახალგაზრდული კლუბი: საბუნებისმეტყველო, ცხოვრების ჯანსაღი წესისის, სამოქალაქო და ეკოლოგიური განათლების კლუბები, რომელთა საქმიანობაშიც 1000-მდე ახალგაზრდა აქტიურადაა ჩართული და მათი უშუალო მონაწილეობით რეგიონის მასშტაბით ასეულობით ღონისძიება განხორციელდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.