11 თებერვალს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული
ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური
სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი-I“,რის
გამოც 12:30 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება
დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 1696 აბონენტს
(ქალაქი).
ასევე, სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური
„მარტვილი“-ს 10 კვ. შემყვანი და 11:00 საათიდან 18:00 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მარტვილის მომსახურების
ცენტრის 4497 აბონენტს (ქალაქი 1928 და სოფლები: ნაგვაზო, აბედათი-
2569 აბონენტი).
მასალის გამოყენების პირობები