17 თებერვალს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული
ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00
საათიდან 16:00 საათამდე გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით
გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „წალენჯიხა“ ( ქვესადგურები:
ზუგდიდი-4 და ზედა ეწერი), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 7573 აბონენტს (ქალაქი
4109 და 3464 აბონენტი სოფლები: კალინინი, ოდიში, რიყე, ნაწულუკუ,
ზედა ეწერი და მიმდებარე სოფლები).
მასალის გამოყენების პირობები