ვეტერნთა ნაწილის გუშინდელ აქციას კონტრაქციით უპასუხეს (ვიდეო)
15:02 / 03.03.2016
ზუგდიდში,ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ვეტერანთა ნაწილმა და
ვეტერანების საქმეთა სამსახურის
წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი გუშინ, ამავე ადგილას,
გამართულ აქციის გამოეხმაურნენ, სადაც ვეტერანების გარკვეული ნაწილი,
მათთვის მეორადი ტანსაცმლის გამოგზავნის გამო, თავს შეურაცხყოფილად
მიიჩნევდა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსის ირაკლი
შიხიაშვილის გადგომას ითხოვდა.
დღევანდელი აქციის მონაწილეების განმარტებით, ომის ვეტერანებისთვის
მეორადი ტანსაცმელი ირაკლი შიხიაშვილს არ გამოუგზავნია და ვეტერანებს
არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, ამის გამო მისი გადადგომა
მოეთხოვათ.
რაც შეეხება მათთვის სტატუსის მინიჭების პროცესს, ვეტერანთა
დეპარტამენტის სამეგრელოს განყოფილების უფროსის ლაურა ადამიას თქმით,
რეგიონში 4000-მდე ვეტერანია, რომელთა დიდმა ნაწილმა გაიარა კომისია
და ომის ვეტერანის სტატუსი მას უკვე მიენიჭა. მისი განმარტებით,
დანარჩენებისთვის რეგისტრაცია მუდმივ პროცესში მიმდინარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები