მერიის კეთილმოწყობის სამსახური: შეთავაზებული ახალი კარი დამიწუნა (ვიდეო)
17:57 / 02.06.2016
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ციმინტია
მოქალაქე ლალი ცირდავას
მიერ გამოთქმულ გუშინდელ ბრალდებებს უარყოფს.
მისი თქმით, არანაირი თანხა არ იყო გადმორიცხული, უბრალოდ მას ერთი
ოთახის გარემონტება სთხოვეს.
რაც შეეხება ცირდავას პრეტენზიას რემონტის უხარისხობაზე, მამუკა
ციმინტიას განმარტებით, შარშანდელთან შედარებით ოთახი კარგად არის
მოწყობილი.
„შეიძლება არ იყოს ევროსტანდარტის დონის, მაგრამ რაც შეგვეძლო
გავაკეთეთ. ამ ერთ ოთახში შეიცვალა მთლიანად კედელი. შეთავაზებული
ახალი კარი დაგვიწუნა, მქონდა მეორადი კარი, წავიყვანე და თვითონ
აარჩია. “ -განაცხადა მან.
მოქალაქე ლალი ცირდავას საცხოვრებელ სახლში მერიის კეთილმოწყობის
სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მშენებლებიც იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ რომ, გუშინ დილით ლალი ცირდავამ საკუთარი საცხოვრებელი
კარი ჩამოხსნა და პროტესტის ნიშნად მერიასთან დადო. მისი თქმით,
დედამისის, 79 წლის ციალა ჯოჯუას საცხოვრებელი ოთახის გასარემონტებლად
ქალაქ ზუგდიდის მერიამ 4 ათას რვაასი ლარი გამოყო,ხოლო ამ თანხის
შესაბამისი სარემონტო სამუშაოები მათ საცხოვრებელ ბინაში არ
განხორციელებულა.
ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის
შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ 64 დღე იწვა.
მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მას საცხოვრებელი ფართის
დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები