"ერთად დავამარცხოთ კიბო" - საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
15:44 / 20.06.2016
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა,
რომელიც კიბოს პრევენციას და ადრეული
გამოვლენის სტადიას ეხებოდა. პროექტის მიზანია გამოწვეული
ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება და ამ საკითხებზე
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრას მედიკოსები, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრებო
ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები და ჩეხი სტუმრები
ესწრებოდნენ. ჩეხეთიდან მოწვეულმა ექიმმა ცოლ-ქმარმა საკუთარი
გამოცდილება და შეხედულებები აუდიტორიას გაუზიარა. პროექტის
კოორდინატორის თამარ კურტანიძის თქმით, კიბოს პრევენცია ერთ-ერთი
მნიშნელოვანი თემაა, რადგან ხშირია დაგვიანებული შემთხვევები.
„ეს არის ერთ -ერთი ეფექტური მეთოდი იმისათვის, რომ დაძლეულ იქნას
სტიგმა და დროულად იყოს მიღებული ზომები ამ დაავადების თავიდან
ასაცილებლად,“ -აღნიშნა მან.
პროექტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური
დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთობების მემორანდუმის
ფარგლებში, ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას ჩეხეთის განვითარების სააგენტო
"კარიტასი" უზრუნველყოფს. მსგავსი შეხვედრები სამეგრელო-ზემო სავნეთსა
და გურიაში ტარდება.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები