"ენმ"-მ საკრებულოში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
16:57 / 13.07.2016
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
მოსახლეობას საკრებულოში 6-თვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრაზე ფრაქციის წარმომადგენლებმა საკრებულოში მათ მიერ
ინიცირებულ კანონპროექტებზე, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე და
სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
არის ის ფრაქცია, რომელსაც 200-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ
მოსახლეობასთან და რომელსაც ყველაზე მეტი ინიცირებული საკითხი
ჰქონდა", - თქვა საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ.
აღნიშნული ღონისძიება, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში,
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და
ეროვნულ- დემოკრატიული მოძრაობის (NDI) დახმარებით შედგა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები