ზუგდიდში რაიონული პროკურორის, ლევან სალიას ხელმძღვანელობით
ადგილობრივი საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამეგრელოს
რეგიონში ძალადობის აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. მან განსაკუთრებული
ყურადღება ნაადრევ ქორწინებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ
საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მეტი მომართვიანობა ჩხოროწყუს
მუნიციპალიტეტში აღინიშნება.
ლევან სალიას თქმით, დღეს რეგიონული საბჭოს პირველი შეხვედრა შედგა,
რომელშიც მონაწილეობას სამთავრობო და არასამთავრებო ორგანიზაციის
წარმომადგენლები ღებულობდნენ.
„საბჭოს წევრები წელიწადში რამდენჯერმე შევიკრიბებით საჭიროების
მიხედვით. დავგეგმავთ ისეთ ღონისძიეიებს, რომელიც ხელს შეუწყობს
დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლას,“- განაცხადა მან.
აღნიშნული საბჭოს მიზანია დანაშაულის პრევენცია და პრევენციული
ღონისძიებების გატარება რეგიონში.
ამ პრობლემასთან დაკავშირებით საბჭოს წევრებს შორის დისკუსია
გაიმართა. შეხვედრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით
ჩატარდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები