"ენმ": მერიის ტრანსპორტის სამსახურმა საკრებულოს წევრები შეცდომაში შეიყვანა (ვიდეო)
18:28 / 01.08.2016
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს
წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათლომე შელიამ ქალაქის
ტრანსპორტის სამსახურის უფროსის დავით ხუბუას გადადგომა მოითხოვა.
მისი თქმით, აღნიშნული სამსახურის უფროსმა საკრებულოს წევრები
შეცდომაში შეიყვანა და ავტომობილების დგომის ამკრძალავი ნიშანი იმ
ტერიტორიაზე განათავსებინა, რომელიც მერიის ბალანსზე არ იყო. ბათუკა
შელიამ ზუგდიდის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანლი
სატრანსპორტო კომპანია "მეტრო პლიუსის" ლობირებაში დაადანაშაულა
და მისი ბოლო ორ წლიანი მუშაობა შეაფასა.
„ეს არის ბიზნესის შევიწროებისკენ მიმართული, იმ ბიზნესის
შევიწროვებისკენ, სადაც ბატონ ხუბუას ეგულება თავისი ძველი წილები,
რომელიც ჰქონდა 2003 წლამდე. დღეს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი
დაკავბულია კონკრეტული ბიზნესის შევიწროვებით დაიბრუნოს საკუთარი
ბიზნეს წილები, ეს არის სამარცხვინო ფაქტი,“- აღნიშნა მან.
ბათლომე შელიას ბრალდებებს დავით ხუბუა პასუხობს და აცხადებს, რომ
რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შესაბამისი საგზაო ნიშნის განთავსება
აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დარეგულირების მიზნით მოხდა.
ტერიტორია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მიზანმიმართულ
პროვოკაციას და ცილისწამებას უწოდებს ხუბუა, როგორც თბილისის
მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მძღოლების შევიწროებასა და ,,მეტრო
პლუსის" ლობირების ბრალდებებს.
"რაც შეეხება პარკირებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების
განთავსების საკითხს, გეგმაზომიერად, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით
მიმდინარეობს",-დასძენს იგი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
9 მაისს, სოხუმში სროლის შედეგად მოკლული, გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე იძებნებოდა, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის, ქემალ არძინბას მკვლელობის შესაძლო თანამონაწილე. Telegram-ის არხების თანახმად, მოგვიანებით ის ქალაქის ერთ - ერთი ლუდის ბარში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები