ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ პოსტი დატოვა.
განცხადება ამის შესახებ მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა.
ქვარაიამ ასევე უფლებამოსილება მოიხსნა საკრებულოს
წევრობიდან. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიაში
კონსულტაციების შედეგად მიიღო.
,,დავტოვე საკრებულოს წევრობაც, ვინაიდან საარჩევნო კომისიას მიეცეს
შესაძლებლობა ვადების დაცვით გამოცხადდეს შუალედური არჩევნები და
ჩემი
მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველმა აირჩიოს ახალი წარმომადგენელი ქალაქ
ზუგდიდის საკრებულოში.''
მან გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა საკრებულოს თითოეულ
თანამშრომელს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებს, ა.ა.ი.პ-იებს და მედიას.
მერაბ ქვარაიას მოვალეობას დროებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
"რესპუბლიკელი" გიორგი თოდუა შეასრულებს.
ცნობისთვის, მერაბ ქვარაია ზუგდიდში „ქართული ოცნება-
დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიატრი დეპუტატობის კანდიდატია, ხოლო
გიორგი თოდუა - "რესპუბლიკური პარტიის".
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები