რეგიონი
მმართველი პარტიის კანდიდატს მხარს თბილისის მერი უჭერს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

მან შეხვედრები გამართა ხურჩის, კოკის, ორსანტიის და ახალკახათის მოსახლეობასთან. წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მერი დავით ნარმანიაც შეუერთდა. მან ამომრჩევლებს მიმართა.

"ედიშერი ჩვენი გუნდის წევრია. სწორედ ეს არის ჩემი ზუგდიდში ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი. ჩამოვედი ზუგდიდში, ჩემს მშობლიურ სოფელ კოკში. 
მინდა აღვნიშნო, რომ ედიშერი მოდის შესანიშნავი ოჯახიდან. ის ყოველთვის იყო იმ გარემოში, სადაც არის წესიერება და საქმის ერთგულად კეთება. 2014 წელს, როცა თვითმმართველობის არჩევნებზე მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტებში გამგებლობის კანდიდატები, ედიშერი იყო ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც პარტიამ ერთხმად წარადგინა. სწორედ იგივე შემთხვევაა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, "ქართულმა ოცნებამ" ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ედიშერის კანდიდატურა განიხილა, რადგან ამ ადამიანს ბევრი აქვს გაკეთებული თავისი გამგებლობის პერიოდში. ის ცდილობდა მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მეტი პროექტი განეხორციელებინა".

ედიშერ თოლორაია მმართველი პარტიის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში წარადგინა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.