ზუგდიდის მერიის წინ მწოლიარე 79 წლის ციალა ჯოჯუა, ფართის
დაკანონებისა და სარემონტო სამუშაოების დასრულების მოთხოვნით,
საპროტესტო აქციას აგრძელებს. მან შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა
მოთხოვნების შესრულებამდე, ადგილზე რჩება.
ციალა ჯოჯუა მერიას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და
აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში მისი პრობლემით მხოლოდ ვიცე -
მერი გია გულორდავა დაინტერესდა.
"ერთადერთი, ვინც მოვიდა, იყო გია გულორდავა, რომელმაც გვითხრა, რომ
ყველაფერს გაგვიკეთებდა, მაგრამ მის მერე არ ჩანს", - განაცხადა
ჯოჯუამ.
თავის მხრივ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან
ურთიერთობის განყოფილების უფროსის მაია ღუბელაძის თქმით, საცხოვრებელი
ფართის დაკანონება მერიის კომპეტენციაში არ შედის.
"ვიცე - მერმა გია გულორდავამ მოქალაქეს 40 კვმ ფართის რემონტი
შესთავაზა. ამჟამად მზადაა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. რემონტი,
წინასწარი გათვლით, ახალ წლამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მოქალაქემ
ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა", - აღნიშნა მაია ღუბელაძემ.
ციალა ჯოჯუა საცხოვრებელი ფართის დაკანონებისა და შეკეთების მოთხოვნით
პერმანენტულად მართავდა აქციებს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები