გამგეობის პრეს-სამსახური: შტაბის წარმომადგენელს არ აქვს უფლება საჯარო მოხელე დაკითხოს (ვიდეო)
18:36 / 29.09.2016
ზუგდიდის გამგეობის პრეს-სამსახურის უფროსმა და „რესპუბლიკური
პარტიის“ ადგილობრივი
ოფისის თავმჯდომარემ მაია ღურწკაიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გამგეობის თანამშრომლებს „ქართული
ოცნების“ შტაბში იბარებენ. მისივე თქმით, საჯარო მოხელეებს შტაბის
უფროსი ლაშა გვასალია ხვდება და ეუბნება, რომ სუს-ის ინფორმაციით,
ისინი არასაიმედო თანამშრომლები არიან და მმართველი პარტიის
სასარგებლოდ არ მუშაობენ.
„რატომ უნდა ჰქონდეს პარტიის რომელიმე ორგანიზაციას სუს-ისგან
ინფორმაცია, რომელი თანამშრომელი ვის აძლევს ხმას, ან ვის
მხარდასაჭერად მუშაობს“, - თქვა ღურწკაიამ.
ამასთან, მისი ინფორმაციით, გამგეობასა და მერიაში ანკეტები
დარიგდა,რომელშიც თანამშრომლებს უნდა ჩაეწერათ იმ ხუთი ადამიანის
პირადი მონაცემი, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას „ქართულ
ოცნებას“ მისცემს.
„ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ლაშა გვასალია რესპუბლიკელების
ბრალდებებს უარყოფს და მას აბსურდულს უწოდებს.
„გული მეტკინა, რომ ასეთი სისულელე ისაუბრა. მე ვინ ვარ, რომ მსგავსი
ინფორმაცია მქონდეს ან რა წვდომა უნდა მქონდეს სუს-თან, უბრალოდ,
მარცხდებიან მეგობრები და შეტევაზე გადმოდიან“, -აღნიშნა
გვასალიამ.
მაია ღურწკაიას ბრალდებებს ასევე უარყოფენ მუნიციპალიტეტის
გამგეობაში. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა წოწერიას
თქმით, ასეთი მითითება არ გაცემულა და ბრალდება უსაფუძვლოა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები