ზეწოლა კომისიის თავმჯდომარეზე თუ პროცედურული დარღვევები #5 საარჩევნო უბანზე (ვიდეო)
17:02 / 08.10.2016
ზუგდიდში #5 საარჩევნო უბანის კომისიის თავმჯდომარე ინეზა მურღულია
დამკვირვებლებს ზეწოლაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, რამდენიმე დამკვირვებელი საარჩევნო პროცესში უხეშად
ერევა.
„რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა და მოვუწოდე არ ჩარეულიყვნენ და ხელი არ
შეეშალათ საარჩევნო პროცესთვის, თუმცა უშედეგოდ. განსაკუთრებით მაკა
ხვიჩია ერევა ყველაფერში, პროტესტს აცხადებს, ვერაფერი ვერ მოვუხერხე.
წნევა არასოდეს მქონია და დღეს ცუდად გავხდი, სასწრაფო გამოვიძახეთ.
საოლქოს სევატყობინე ყველაფერი და შესაძლებელია ის გავაძევოთ
უბნიდან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ინეზა
მურღულიამ.
თავის მხრივ, დამკვირვებლები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ
უბანზე საარჩევნო პროცესი პროცედურული დარღვევით დაიწყო. მათივე
განმარტებით, დაირღვა საკონტროლო პურცელთან დაკავშირებული
პროცედურები.
„თავმჯდომარეს უფლება არ მივეცით ბეჭეტდაურტყმელი და პირველი
ამომრჩევლის პირადი მონაცემების გარეშე ჩაეგდო საკონტროლო
ფურცელი. ალბათ ამას ეძახის ის ხელისშეშლას“ - თქვა ა(ა)იპ
„ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“ დამკვირვებელმა მაკა ხვიჩიამ.
დამკვირვებლების ცნობით, აღნიშნული დარღვევის აღმოსაფრხველად უბანზე
საოლქო კომისიიდან წარმომადგფენლები მივიდნენ და მათ საკონტროლო
ფურცელი ყუთიდან ამოიღეს და შეავსეს.
#5 საარჩევნო უბანის დარღვევაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია
საუნჯეში, ისინი აღნიშნული უბანში კენჭისყრის პროცედურის შეჩერებას
ითხოვენ.
„ყუთის გახსნით დაირღვა ლუქის მთლიანობა, მართალია შედგა შესაბამისი
აქტი, თუმცა ეს ვერ ჩაითვლება კანონის მოთხოვნათა დარღვევის
აღმოფხვრად.
მიგვაჩნია, რომ ამ უბანზე უნდა შეჩერდეს ხმის მიცემის პროცედურა,
ვინაიდან თავიდან უნდა იქნას არიდებული ამომრცეველთა ხმების
გაყალბება“, - თქვა „ათინათთან“ საუბარში
იაგო ფასანძემ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები