ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
16:14 / 01.11.2016
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და ქალაქის მერმა
2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ
ანგარიში საზოგადოებას წარუდგინეს.
მერმა ირაკლი გოგოხიამ დადებითად შეაფასა 9 თვის განმავლობაში
გაწეული მუშაობა.
მან აღნიშნა, რომ 2014 წელთან შედარებით, ქალაქ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაზრდილია, 2014 წელს ის 16 მილიონი ლარს
შეადგენდა, ხოლო 2016-ში 29 მილიონი ლარია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები
განხორციელდა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრის ბათლომე შელიას
შენიშვნაზე კომბინატის დასახლებაში არსებული წყალმომარაგების
პრობლემასთან დაკავშირებით, მერმა განაცხადა, რომ წლევანდელი
წლის პრიორიტეტი სწორედ კომბინატი იყო და წყლის მომარაგების პროექტი
უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, წყლის და კანალიზაციის პრობლემა 2018
წლამდე არა მხოლოდ ამ უბანში, არამედ ზუგდიდში მთლიანად უნდა
მოგვარდეს.
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდში" არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით
კითხვები ჰქონდა საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრს ანა წითლიძეს.
მისი ინფორმაციით, გუნდში ორი თვის ხელფასებია გაუცემელი. ქალაქის
მერის განცხადებით, კლუბს ხელფასების ნაწილი დაერიცხება, გარდა ამისა,
საკუთარი სავარჯიშო მოედანიც ექნება.
მომავალი წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად მერმა სკოლამდელი
განათლების პროგრამა დაასახელა. მან აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღებს
დაფინანსება უნდა გაეზარდოს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები