ორგანიზაციამ „სამოქალაქო აქტივობის და თანასწორობის ცენტრი“
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
16 დღიანი კამპანიის ფარგლებში,ხმაურიანი
აქცია სახელწოდებით „ნუ გაჩუმდები!“ ჩაატარა.
ცენტრის ხელმძღვანლმა ციცინო შენგელიამ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ
ძალადობა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა საქართველოში,ხოლო
საზოგადოების დიდი ნაწილი მას ყურადღების მიღმა ტოვებს და ამ
პრობლემაზე არ რეაგირებს. მან აქციის ყველა მონაწილეს მადლობა
გადაუხადა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ძალადობაზე არ
გაჩუმდნენ.
„ჩვენი მოთხოვნა არის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფოს
მიმართ, რომ შეიქმნას სპეციალური პოლიციის ქვედანაყოფი, რომელიც
უშუალოდ გენდერულ და ქალთა საკითხებზე იმუშავებს“,-განაცხადა მან.
16-დღიანი კამპანია, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას
მიზნად ისახავს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები