ვიმოძრაოთ უსაფრთხოდ გზებზე - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
11:45 / 15.12.2016
ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო
პროექტი საგზაო უსაფრთხოების შესახებ. პროექტის მიზანი იყო
საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება საგზაო მოძრაობის
წესებზე. მოსწავლეებმა სკოლის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარეს,
რის შედეგადაც გაირკვა, რომ მათი უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას
საგზაო ნიშნების შესახებ.
აქციის მონაწილეები აღნიშნულთან დაკავშირებით, ტრენინგების, საჯარო
ლექციების, გამოკითხვის,საინფორმაციო შეხვედრას საპატრულო სამსახურის
წარმომადგენლებთან, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება-გავრცელებასა
და აქციას ქვეითთა გადასასვლელთან გეგმავენ. აქციას ქვეითთა
გადასასვლელთან შეუერთდნენ ადგილობრივი საპატრულო პოლიციის
წარმომადგენლები, რომლებიც მოსწავლეების თხოვნის საფუძველზე საპატრულო
პოლიციის ხელმძღვანელობამ გამოყო.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრმა "მომავლის
თაობის" ფარგლებში. აღნიშნულ პროგრამას საქართველოში ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ფინანსური მხარდაჭერით PH International ახორციელებს, ხოლო
სამეგრელოს რეგიონში მისი პარტნიორი ორგანიზაციაა ასოციაცია
"ათინათი".
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები