ზუგდიდში თემაზე "ოჯახური ძალადობა" კონკურსი გაიმართა (ვიდეო)
15:36 / 23.02.2017
ზუგდიდში პროექტის "საზოგადოებრივი პროკურატურა"
ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ოჯახში
ძალადობის თემაზე კონკურსი
გაიმართა. ის ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოეწყო და
მასში ქალაქის #2, #5 საჯარო სკოლებისა და ალექსანდრე ღურწკაიას
სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა მათ მიერ გადაღებული
ვიდეორგოლები წარადგინეს, რომლებიც ოჯახში ძალადობის ნეგატიურ
შედეგებს ასახავენ. ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლევან სალიას თქმით,
აღნიშნული ღონისძიების მიზანია დანაშაულის პრევენცია და ახალგაზრდებში
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
"მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს , მათ შორის
გამოვავლინეთ საუკეთესო ვიდეორგოლის ავტორი. აღნიშნული ღონისძიება
ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული და მასში ახალგაზრდების
ჩართულობა მნიშვნელვანია",- აღნიშნა სალიამ.
შეხვედრის ბოლოს კონკურსის ყველა მონაწილეს ფასიანი საჩუქრები და
სიგელები გადაეცა.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები