საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ზუგდიდის
ტექნოპარკში ინოვაციების
დღეები ჩაატარა. სააგენტომ დღეს სტარტაპებს გააცნო სახელმწიფო ხედვა
ინოვაციების განვითარების კუთხით, ამასთანვე წარუდგინა საკუთარი
პროგრამები, პროექტები და სერვისები. უკვე წარმატებულმა სტარტაპებმა
და მეწარმეებმა დამწყებებს ტრეინინგი ჩაუტარეს და საკუთარი
გამოცდილება გაუზიარეს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას
ინოვაციების სააგენტოსთან ერთად მეწარმეობის განვითარების სააგენტო,
ტურიზმის განვითერების სააგენტო, სს „საპარტნიორო ფონდი“ და სსიპ
„ბავშვთა და ახალგაზრდობის“ განვითარების ფონდი იღებდა.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის
ავთანდილ კასრაძის თქმით, ინოვაციების განვითარებას ქვეყნის
ეკონომიკური წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ამ
პროცესებში და მათ იდეების განხორციელებაში მაქსიმალურად დავუჭერთ
მხარს“, - განაცხადა კასრაძემ.
USAID -ის პროექტის G4G მმართველობა
განვითარებისთვის კომპონენტის ხელმძღვანელის მაია ერისთავის თქმით,
საქართველოში მეწარმეობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„USAID-ის პროექტი G4G გახლავთ ხუთწლიანი პროგრამა, რომლის მიზანი
არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა“, -
აღნიშნა მან.
ინოვაციების დღეების დასკვნითი ეტაპი 12 მარტს გაიმართება.
ღონისძიების დასასრულს ინოვაციების სააგენტო ათივე მუნიციპალიტეტთან
მემორანდუმს გააფორმებს. პროექტის ფარგლებში მხარეები შეთანხმდებიან
სამომავლო თანამშრომლობასა და რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობის
განხორციელებაზე.
აღნიშნული დღეები პირველად 2016 წლის ნოემბერში ჩატარდა.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
სამეგრელოში აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ კულტურებში კარგად ჩანს საზოგადოებაში ქალის დომინანტი როლი. მიუხედავდ იმისა, რომ ბრინჯაოს ხანაში მატრიარქატი საბოლოოდ შეცვალა პატრიარქატმა, ქართულ სინამდვილეში ქალი დარჩა ოჯახის სულიერ და მორალურ ლიდერად.
დღეიდან, საქართველოს პარლამენტში პარტია „ქართულ ოცნების“ რიგებს ახალი დეპუტატი, ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი გრიგოლ აბესაძე შეემატა. ის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ადგილმონაცვლეა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები