კახა კუკავა: ზუგდიდის ხელისუფლებაში ენმ-ის წევრები დაბრუნდნენ (ვიდეო)
16:32 / 13.03.2017
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლის კახა
კვარაცხელიას სასამართლო პროცესს პარტია „თავისუფალი
საქართველოს“ ერთ-ერთი
ლიდერი კახა კუკავა დაესწრო. მისი თქმით, სამსახურებიდან ადამიანების
პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა ტოტალურად ხდება.
„ცინიკურია, ქართული ოცნების მხარდამჭერების სამსახურიდან დათხოვნა
ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და მაშინდელი უშიშროების
ხელმძღვანელის ლაშა გოგიას მიერ. სამსახურებიდან იმ ხალხს
ათავისუფლებენ, რომლებიც პირველ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს გვერდში
ედგნენ“, - აღნიშნა კუკავამ.
დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამგეობიდან გათავისუფლებული
კიდევ ერთი საჯარო მოხელის კახა კვარაცხელიას სარჩელის განხილვა
დაიწყო. დღევანდელი სხდომა მოსამზადებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მინდობილობის დოკუმენტის ფიზიკური
დაზიანების გამო გადაიდო. გამგეობის ყოფილ თანამშრომელს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია იცავს.
ადგილობრივი შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ის
სამსახურიდან, გამგებლის ყოფილი მოადგილის გურგენ სართანიასთან
მეგობრობის გამო გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად
ზუგდიდის გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით,
ათობით ადამიანი დაითხოვეს. მათი ნაწილი მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან
მათი დათხოვნა უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით მოხდა. თავის მხრივ,
გამგეობაში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ,
რომ ისინი ატესტაციის საფუზველზე გაათავისუფლეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები