რეგიონი
"პატრიოტთა ალიანსი": გურგენ სართანია ჩვენი პარტიის წევრია

ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილის გურგენ (გიზო) სართანიას საქართველოს "პატრიოტთა ალიანსიდან“ გარიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

პარტიაში

არ ადასტურებენ. „პატრიოტთა ალიანსის“ პრესსამსახურის უფროსის მარიამ ბაციაშვილის თქმით, სართანია მათი გუნდის წევრია და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ვერ ვხვდებით, საიდან მოაქვთ მსგავსი ინფორმაცია და რატომ ავრცელებენ ამას“,- უთხრა რადიო „ათინათს“ ბაციაშვილმა.

ცნობისთვის, გურგენ სართანიამ 20 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები მის შეურაცხყოფაში და დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ისინი მისი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გარიცხვის შესახებ დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.

საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი გურგენ სართანია გამგეობაში შვებულების დამთავრებისთანავე, 10 ოქტომბერს, როგორც გამგეობის მოვალეობის შემსრულებელი, დაბრუნდა, თუმცა ის დაკავებული თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლეს.

 


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.