ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება (ვიდეო)
13:39 / 22.03.2017
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში
ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის საქმეზე
ბრალდებულ კაკო ტიბუას მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
პროცესზე სულ სამი მოწმე, მათ შორის, საარჩევნო კომისიის ორი
წევრი და დამკვირვებელი დაიკითხა.
მოწმეების თქმით, ბრალდებულ კაკო ტიბუას პირადად იცნობენ და ის
აღნიშნულ უბანზე არჩევნების დღეს საერთოდ არ უნახავთ.
„დღეს დაკითხულმა ყველა მოწმემ, ერთის გარდა, თქვა, რომ
იცნობს ტიბუას და შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ის შემოჭრილებს შორის არ
ყოფილა. ერთმა კი აღნიშნა, რომ ბრალდებულს
საერთოდ არ იცნობს და არც დარბევის დროს უნახავს“,
- თქვა ბრალდებულის ადვოკატმა როლანდ შონიამ.
პროცესზე პროკურორმა ილია ტორუამ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული
დაზიანებული გამომთვლელი და მინის ნამსხვრევები მტკიცებებულებების
სახით წარმოადგინა, თუმცა, მხარეებმა მათი გამოკვლევა მიზანშეწონილად
არ ჩათვალეს.
მორიგი სასამართლო სხდომა 11 აპრილს გაიმართება.
ცნობისთვის, ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ
კაკო ტიბუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების
სახით 13 ოქტომბერს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა
დააკისრა.
ამავე თემაზე:
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები