ზუგდიდის პროკურორი მოსწავლეებს ნარკოტიკების მავნე ზეგავლენაზე ესაუბრა (ვიდეო)
17:22 / 22.03.2017
ზუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია დღეს #3 საჯარო სკოლის
მაღალი კლასის მოსწავლეებს შეხვდა. ის მოზარდებს ნარკოტიკული
საშუალებების სახეებსა და მისი მოხმარების ნეგატიურ შედეგებზე
ესაუბრა. ამასთან, სალიამ მოსწავლეებს მთავარი პროკურატურის მიერ 2016
წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. ღონისძიება მთავარი
პროკურატურის მიერ ანტინარკოტიკული კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
პროკურორის მიერ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, სამეგრელოს რეგიონი
ნარკოტიკების მოხმარების მხრივ მეოთხე ადგილზეა და მისივე ცნობით,
ჩვენს რეგიონში ყველაზე მეტად მარიხუანას მოიხმარენ. ზუგდიდის
პროკურორმა სკოლის მოსწავლეებს უთხრა, რომ ნარკოტიკების მოხმარება
ადამიანის ჯანმრთელობას ანადგურებს და მის ფსიქიკაზე უარყოფით
გავლენას ახდენს.
„დღევანდელი შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. მოსწავლეებს
გარკვეული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ჰქონდათ და მათი
უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება
ნეგატიურ გავლენას ახდენს“, - განაცხადა ლევან სალიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 20 მარტიდან
ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეული დაიწყო.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები