მინისტრის მოადგილე: დევნილები ბინებს ეტაპობრივად მიიღებენ (ვიდეო)
17:10 / 23.03.2017
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული
დევნილები ეტაპობრივად განსახლდებიან. ამის შესახებ დევნილთა და
განსახლების
მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. გიორგაძის თქმით,
სამინისტროსთვის ცნობილია იქ არსებული მძიმე საცხოვრებელი პირობების
შესახებ, თუმცა, მსგავსი ობიექტი ზუგდიდში ბევრია და ისინი
ეტაპობრივად დაიხურება.
„აღნიშნულ შენობაში მცხოვრებმა არაერთმა ოჯახმა მიიღო ბინა
ქულების მიხედვით. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, ისინი შემდეგ ეტაპზე
განიხილებიან და ბუნებრივია, მათ მძიმე საცხოვრებელ პირობებს
ყურადღება მიექცევა“, - აღნიშნა გიორგაძემ.
მინისტრის მოადგილე დღეს ზუგდიდში დევნილთათვის ბინების გადანაწილების
პროცედურას დაესწრო.
ცნობისთვის, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრები რამდენიმე
ადამიანი, ჩასახლების ეზოს სახელდახელოდ აგებულ კარავში, ორ კვირაზე
მეტი ხნის განმავლობაში შიმშილობდა. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების
გადამოწმებასა და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები