ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილმა ქეთინო ჩაკაბერიამ დიდი დოზით
ჰიპოტენზიური საშუალება კლოფელინი მიიღო. მან თვითმკვლელობა
დევნილთა
სამმართველოში პროტესტის ნიშნად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო,
რომ ამ ეტაპზე საცხოვრებელ ფართს ვერ მიიღებდა.
დევნილი ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება და მას
მედიკოსები შესაბამის მკურნალობას უტარებენ. ექიმ-ტოქსიკოლოგის
ქეთევან წყაროზიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია.
ჩაკაბერიას ახლობლების განმარტებით, ის ფაიფურის დასახლებაში
ნაქირავებ ბინაში, 10 წელია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და
ბარამიას ქუჩაზე ბინის მიღებას ელოდებოდა.
დღეს ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს შენობასთან დევნილთა იმ ნაწილმა,
რომელმაც ბარამიას ქუჩაზე მდებარე კორპუსში ბინა ვერ მიიღო, აქცია
გამართა. ამასთან დაკავშირებით ისინი ზუგდიდში მყოფი მინისტრის
მოადგილესთან შეხვედრასა და განმარტებებს ითხოვდნენ.
ცნობისთვის, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 2 თორმეტსართულიან
ახლადაშენებულ კორპუსში, ყოფილი სტამბის შენობაში მცხოვრებმა 144
დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი მიიღო. იძულებით გადაადგილებულ
პირებს ბინები დღეს კენჭისყრის პრინციპით გადაეცათ.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები