მამა პეტრესა და თემო შენგელაიას პოეზიის საღამო (ვიდეო)
11:12 / 07.04.2017
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა მამა პეტრე
კვარაცხელიამ და პოეტმა თემო შენგელაიამ
საერთო კრებული ზუგდიდელ მკითხველს Art-House-ში წარუდგინეს.
„ორსახოვან“ წიგნში სახელწოდებით „ჩვენ“ ორივე ავტორის
ლექსებია თავმოყრილი. ღონისძიება ზუგდიდში პოეტებისა და მათი
მეგობრის ლიკა როგავას ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
მამა პეტრემ განაცხადა, რომ სამეგრელოში სტუმრობა მისთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მომავალში, რუხის ციხეში უფრო
მასშტაბური ღონისძიებაც დააანონსა.
„ხშირად მქონია შემოქმედებითი საღამოები ზუგდიდში...დღეს ჩვენ
სხვა კურსით წარვსდექით მაყურებლის წინაშე. ეს ჩემი და თემოს
ერთობლივი პროექტია და ვცდილობთ რომ საქართველოს თითქმის ყველა
კუთხეში ვიმოგზაუროთ, რომ გავაცნოთ ჩვენი შემოქმედება“, -
თქვა მამა პეტრემ.
თემო შენგელაიას თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი მეგობრობა
წიგნშიც აესახათ. კრებულშიც, რომელიც ორსახოვანია, ერთ მხარეს
შენგელაიას ლექსებია, მეორე მხარეს კი მამა პეტრეს.
„თბილისის შემდეგ გეზი ავიღეთ სამეგრელოსკენ, რადგან აქ არის
ჩვენი ჯიში, ჯილაგი, ფესვები, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ პრეზენტაცია
გაგვკეთებინა ზუგდიდში“, - აღნიშნა შენგელაიამ.
საღამოზე პოეტებმაზუგდიდელებს მომავალი დღესასწაულები მიულოცეს და
მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მკითხველებმა კრებული შეიძინეს. თემო
შენგელაიასთვის ეს ლექსების მეორე კრებულია.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები