ხანძრის შედეგად დაღუპულის ახლობლები დახმარებას ითხოვენ (ვიდეო)
16:17 / 11.04.2017
ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დოჩიების სახლში გაჩენილი ხანძრის
შედეგად ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 77 წლის ვალიკო დოჩია დაიღუპა,
ხოლო მისი ხუთსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ცეცხლის გაჩენის დროს
ადგილზე მასთან ერთად მცირეწლოვანი შვილიშვილები იმყოფებოდნენ.
მეზობლები ყვებიან, რომ მათ ბავშვის ფანჯრიდან გამოყვანა შეძლეს,
თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ
მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
დოჩიების ოჯახი სოციალურად დაუცველია. ახლობლები და მეზობლები
ამბობენ, რომ დაზარალებული და-ძმა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი
უკიდურესად მძიმე პირობებში არიან. ისინი ოჯახისთვის დახმარებას
ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.
„ძალიან რთული და მძიმე სოციალური მდგომარეობაა. დაპირებები
არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაეხმარონ ამ ოჯახს.
ჩვენც,მეზობლებს, ახლობლებს, რითაც შეგიძლია, ვეხმარებით, თუმცა
ხუთსულიანი ოჯახის შეფარება დღევანდელ პირობებში ჩვენთვისაც ძალიან
რთულია“, - უთხრა რადიო „ათინათს“
მეზობელმა მამუკა ბიგვავამ.
„მოლოდინის რეჟიმში ვართ. ოჯახმა მიიღო დახმარების დაპირება,
თუმცა, მას შემდეგ, ჯერჯერობით, არავინ შეგვხმიანებია. ჩვენ ვითხოვთ,
რომ მათ ელემენტარული პირობები შეექმნათ, რათა ბავშვები ქუჩაში არ
დარჩნენ“, - თქვა გარდაცვლილის ძმისშვილმა სალომე
დოჩიამ.
გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას თქმით,
ოჯახს გამგეობამ 1000 ლარი უკვე ჩაურიცხა. ამასთან, ისინი დამატებით
200 ლარითა და სხვადასხვა სამშენებლო მასალითაც დაეხმარებიან.
რაც შეეხება მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, რევიას
განმარტებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ბინის ქირავნობის თანხის გადახდაა
შესაძლებელი.
„გვაქვს სახლების მშენებლობის პროგრამაც, თუმცა ეს ასე
სახელდახელდო არ ხდება. ამ წელს პროცესის ყველა ეტაპი უკვე გავლილია.
ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ქირის გადახდა სოციალური პროგრამის
ფარგლებში. თავად უნდა მოძებნონ საცხოვრებელი და ჩვენ გადავუხდით 100
ლარს ყოველ თვე“, - განაცხადა რევიამ.
77 წლის ვალიკო დოჩია 6 აპრილს დაიღუპა. ის დღეს დაკრძალეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები