ტექნოპარკში ქართველების ამერიკაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს (ვიდეო)
19:11 / 26.04.2017
ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში, ამერიკული დღეების ფარგლებში,
წარმატებული ქართველი ინოვატორებისა და მეწარმეების აშშ-ში მიღწეულ
წარმატებებზე ისაუბრეს. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება იმ
შესაძლებლობებზე გამახვილდა, რომლებიც ქართველ ახალგაზრდა სტარტაპებს
ადგილზე აქვთ. გარდა ამისა, შეკრებილებმა ამერიკაში მოღვაწე ერთ-ერთი
მეწარმისგან სკაიპის საშუალებით რჩევები მიიღეს.
ღონისძიებას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დანიელ კაპონე დაესწრო.
მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკა ინოვაციურ ბიზნესთან და
მეწარმეობასთან მჭიდრო კავშირშია და მათი ქვეყანა საქართველოს ამ
კუთხით განვითარებაში შეუწყობს ხელს.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები