რეგიონი
ზუგდიდში თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს
ზუგდიდში თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ის ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის შესახებ, რომელსაც ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ესწრებოდა, ადგილობრივი მედიასაშუალებები არ დაუწყებულა. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, თვითმმართველი ქალაქების, სოფლების, დაბების როლსა და ფუნქციებზე, ასევე, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით გასატარებელ რეფორმებზე იმსჯელეს.

შეხვედრების მიზანი სამუშაო ჯგუფში შემავალი პირების ხედვებისა და პოზიციების მოსმენა იყო, რომელთა შეჯერების შემდეგ ადგილობრივ თვითთმართველობათა ასოციაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რათა მათი ასახვა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსი“ მოხდეს.

შეხვედრას ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წამომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახა რუსია, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ „ღონისძიებაზე მედიის დასწრება არ იყო გათვალისწინებული“.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.