რეგიონი
საზეიმო მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ზუგდიდში (ვიდეო)
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში მსვლელობა გაიმართა, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად მრევლმაც მიიღო მონაწილეობა. ისინი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან გალობითა და ლიტანიობით დაიძრნენ. მსვლელობა ქალაქის ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის გავლით ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და ოჯახები დალოცა.

„დღევანდელი დღე არის ოჯახის სიმტკიცისა და სიძლიერის დღე. ჩვენც ვუერთდებით ამ დღესასწაულს მრევლთან, სამღვდელოებასთან ერთად. საღამოს კი საქველმოქმედო საღამოზე მრავალშვილიან ოჯახებს დააჯილდოებენ“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

„ოჯახი არის მთავარი ფასეულობა, როგორც ინდივიდებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვენლოვანია და მისი აღნიშვნით კარგ ტრადიციიას ჩაეყარა საფუძველი", - თქვა გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ.

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე ზუგდიდში წელს პირველად აღინიშნა. საქართველოში ეს დღე 2014 წელს პატრიარქის ინიციატივით დაწესდა.


ამავე თემაზე:

ოჯახის სიმტკიცის დღეს ზუგდიდშიც აღნიშნავენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.