რეგიონი
კორცხელის ინციდენტზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გასული წლის 22 მაისს კორცხელში მომხდარ ინციდენტზე მოწმეების დაკითხვა განახლდა. დღეს ბრალდების მხარის ხუთი მოწმე, მათ შორის, კორცხელის გამგებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი და სამი ადგილობრივი დაიკითხა.

გამგებლის მერაბ თორდიას თქმით, ის ფიზიკური დაპირისპირების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, შესაბამისად, არ იცის, ვის შორის მოხდა ჩხუბი.

„სახლიდან რომ დავბრუნდი, დასრულებული იყო ყველაფერი. ამბობდნენ, რომ "ნაციონალებსა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის იყო ჩხუბი. მე იქ უცხო პირები, გარდა მელიას, ბოკერიასა და დამენიასი, არავინ მინახავს“, - თქვა თორდიამ.




პროკურორისა და ადვოკატის შეკითხვებს უპასუხა კორცხელში მცხოვრებმა გოგა ქობალიამაც. მისი განმარტებით, ნახა, რომ თენგიზ გუნავა და გიგა ბოკერია ნაცემები იყვნენ, თუმცა, არ იცის, ვინ ცემა ისინი. პროკურორმა კი ქობალიას მიერ მიცემული ჩვენება წაიკითხა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სპორტული აღნაგობის უცხო პირებს შორის მოხდა.

„მე ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი. დაახლოებით, 20 უცხო პირი იყო, რომელთანაც მივიდნენ ბოკერია და მელია, მშვიდად ჰკითხეს ვინაობა და ადგილზე ყოფნის მიზეზი. მათი საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ისმოდა გინება, ყვირილი. იქვე იყვნენ ლაშა გვასალია, სოსო ლაგვილავა და მაიზერ ნანავა, რომლებიც სიტუაციის დაშოშმინებას ცდილობნენ“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

მოგვიანებით, ქობალიამ განმარტა, რომ ენმ-ის წევრების მშვიდი ტონი აგრესიულში გადაიზარდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დღესვე დაიკითხა ინსპექტორ-გამომძიებელი ლაშა გერგედავაც. მისი თქმით, ადგილზე მყოფი სამართალდამცავები მოქალაქეების დახმარებით ცდილობდნენ ნაცემი პირების ტერიტორიიდან გაყვანას.

„ხალხის დიდი რაოდენობა იყო, შესაბამისად, მათი დაშოშმინება შეუძლებელი იყო. ერთ ადამიანს რამდენიმე ცემდა, დაზიანებები ჰქონდათ და ძირს ეგდო გიგა ბოკერია, გუნავა... სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც დამხმარე ჯგუფები მოვიდნენ“, - განმარტა გერგედავამ.




დღევანდელ სხდომას ხუთი ბრალდებული ესწრებოდა, გრიგოლ ტყემალაძე კი დარბაზში სკაიპით ჩაერთო.
ბრალდებულების ადვოკატის, ზურაბ ბელთაძის თქმით, პროცესის ხანგრძლივობის მიზეზი დასაკითხ მოწმეთა რაოდენობაა.

მომდევნო სხდომა მოსამართლე შოთა ბიჭიამ 27 ივნისს ჩანიშნა.

ცნობისთვის, 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ.
დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის- ორი პოლიციელი.

ამავე თემაზე:

კორცხელის ინციდენტზე მოწმეები დაიკითხნენ

კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 17 ნოემბრამდე გადაიდო
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.