"ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები" - შეხვედრა გამგეობაში (ვიდეო)
17:38 / 28.06.2017
ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში
მრგვალი მაგიდა „ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“
გაიმართა. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მთავრობის მხრიდან წინ გადადგმული
ნაბიჯების მიუხედავად, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა კვლავ დასჯაზეა
ორიენტირებული, ხოლო მკურნალობა/რეაბილიტაცია და სხვადასხვა სერვისის
ხელმისაწვდომობა ისევ გამოწვევად რჩება.
ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანლის ნინო ჯანაშიას თქმით, დღევანდელი
შეხვერის მიზანი მანკიერი მიდგომების გამოვლენაა.
„დღევანდელი კანონმდებლობა ნარკომომხმარებელს აიგივებს
ნარკორეალიზატორთან. ჩვენი მთავარი მესიჯი ისაა, რომ სწორად მოხდეს
აღქმა ნარკო დამოკიდებული ადამიანის, როგორც ჯანმრთელობის პრობლემის
მქონე ადამიანის“, - თქვა ჯამაშიამ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზეც
იმსჯელეს , რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას
ითვალისწინებს. "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" აღმასრულებელი
დირექტორის კახა კვაშილავას განმარტებით, ნარკომომხამრებელი არ უნდა
განიხილებოდეს როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე და ის უნდა იყოს
ჯანდაცვის სფეროს კომპეტენციაში მოქცეული.
„ბოლო პერიოდში იზრდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, რაც ქვეყანაში
არსებული რეპრესიული კანონმდებლობით არის გამოწვეულია, შესაბამისადმ
დროა სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ რეპრესიული მიდგომა
შეცვალოს“, - განაცხადა კვაშილავამ.
შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებით, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა
ნარკოპლიტიკის ჰუმანიზაციაა. აღნიშნული შეხვედრა ასოციაცია „ქსენონის“
ორგანიზებით მოეწყო. დისკუსიას საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და
მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები