რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს გარემოს დაცვაზე ტრენინგი ჩაუტარდათ(ვიდეო)
16:44 / 08.07.2017
სამეგრელოს რეგიონში მომუშავე მედია საშუალებებისთვის არასამთავრობო
ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა
მოძრაობის„ ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა. ჟურნალისტებთან შეხვედრა
ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, სადაც მათ
გარემოს დაცვის საკითხებსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი
გამოყენების პრაქტიკის დანერგვაზე ესაუბრნენ.
არასამთავრებო ორგანიზაციის თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით,
მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ
გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ.
„დღეს მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბილმრავლფეროვნების, დაცული
ტერიტორიების, ნარჩენების მართვის, ალტერნატიული ენერგიის წყაროების
და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. ამასთან მნიშვნელოვანია
ჟურნალისტების ჩართულობა ანაკლიაში პორტის მშენებლობისას, რამდენად
იქნება დაცული ბიომრავალფეროვნება, ნარჩენების მართვა და სხვა
გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები“ , - განაცხადა ჩხობაძემ.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სამეგრელოში არსებულ ენდემური
სახეობების დაცვის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ის განსაკუთრებულ
ყურადღებას მოითხოვს.
„სამეგრელოში ენდემური ჯიშების სიმრავლეა, თუმცა არსებობს მათი
გადაშენების საფრთხე, რასაც ხელს უწყობს ინოვაზიური სახეობების
შემოსვლა, კლიმატის ცვლილება, გადაჭარბებული ტყის ექსპლუატაცია და
ძოვება“, -აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა მარინა ჟორდანიამ.
ტრენინგი პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი
რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონვენციაზე
ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში „ ფარგლებში გაიმართა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები