გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს (ვიდეო)
10:56 / 26.07.2017
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი
შეხვედრა იმართება. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ გალში გადასვლამდე ჟურნალისტებთან
კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას
მკვლელობის, მამა-შვილ როგავებისა და დრანდის ციხეში მყოფ გიორგი
ლუკავასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.
„ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მხრიდან
ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია. მკვლელობაში მსჯავრდებული არის
დაუსჯელი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რაშინ კანჯი-ოღლის
დაკავებას. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს,
არჩიკო და პაატა როგავებსა და გიორგი ლუკავას, კიდევ ერთხელ
შევახსენებთ მონაწილეებს, რომ ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ“,
- აღნიშნა ქემოკლიძემ.
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეების ცნობით, ისაუბრებენ
უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულს საკითხებზე.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები