ახალი ამბები
დე-ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ მამა-შვილ როგავებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, რუსი ე.წ. მესაზღვეების მიერ დაკავებული მამა-შვილ როგავების ოჯახის წევრის დათა როგავას ინფორმაციით, დე-ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ არჩიკო როგავას - 2 წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისივე თქმით, ამის შესახებ ოჯახს სახაზინო ადვოკატმა განუცხადა.

„როგორც ადვოკატმა გვითხრა, მამაჩემს საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ჩემს ძმას კი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევაც ედება ბრალად. როგორც ვიცით, ისინი ახლა გალის იზოლატორში არიან, თუმცა, სავარაუდოდ, დრანდის ციხეში გადაიყვანენ. რაც შეეხება ჩემი ოჯახის წევრების მდგომარეობას, ვესაუბრე მათ და მითხრეს, რომ ნორმალურად არიან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დათა როგავამ.

მამა-შვილი 2017 წლის 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. როგავების მიმართ დე ფაქტო რესპუბლიკის საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის აღძრა საქმე.

ამავე თემაზე:

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული როგავების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

რიყეში დაკავებულ მამა-შვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან მისვლა სცადა (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.