როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან მისვლა სცადა (ვიდეო)
00:00 / 26.03.2017
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის ოჯახის წევრებმა
და ახლობლებმა
ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრამდე, აფხაზურ საგუშაგოსთან მისვლა და
აქციის გამართვა სცადეს. ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ
მისცეს. როგავები ხიდზე სავალი გზის გადაკეტვასაც რამდენჯერმე
შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის
შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცავებმა მათ მოუწოდეს, რომ
მათივე უსაფრთხოებისთვის დამორჩილებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი
დაკავებით დაემუქრნენ.
პოლიცილებმა არჩიკო როგავას შვილი და პაატა როგავას
და დარეჯან როგავა დააკავეს. ის, წინააღმდეგობის მიუხედავად,
ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან ავტომობილით გაიყვანეს.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე
ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს. სუს-ის
წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, დე-ფაქტო ხელისუფლება
როგავებს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ხოლო პაატა როგავას
დაკავებისას საოკუპაციო ჯარის წარმომადგლენლის მიმართ ძალის
გამოყენებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ედავება. მამა-შვილს 2 თვიანი
წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები