რეგიონი
თხილის შემდეგ აზიური ფაროსანა სიმინდს ანადგურებს (ვიდეო)
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული აზიური ფაროსანა თხილიდან სიმინდსა და ხეხილის ბაღებში გავრცელდა. ზუგდიდის სოფლეში მოსახლეობა შიშობს, რომ წელს სიმინდის მოსავალსაც ვერ აიღებენ.

„შეწამლვის მიუხედავად მასიურად გაფუჭდა თხილი, რომელიც ერთადერთი შემოსავლის წყაროა ჩვენთვის, ახლა კი დგას იმის საშიშროება, რომ სრულად განადგურდება სიმინდიც, რაც იმას ნიშნავს, რომ დავრჩებით მშივრები. არც ხილი ვარგა... რაც ასხია გაფუჭებულია, არც ვეკარებით, გვეშინია, რომ ბავშვები მოგვეწამლება“, - ამბობს კახათის მკვიდი ლამარა ფაჩულია.



ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავრობამ ამ პრობლემას უნდა მიხედოს და შესაბამისი შეწამლვითი ღონისძიებები დროულად დაიწყოს.

„სოფელში თხილი, სიმინდი, ხილი თუ განადგურდება, აქ გლეხი რატომ უნდა გაჩერდეს, ან რა აზრი აქვს მომავალ წელს ამის დათესვას თუ ისევ ეს მავნებელი გაანადგურებს“, - ამბობენ ადგილობრივები.



სოფელ ოდიშის მკვიდრი დოდო ჯიშკარიანი ამბობს, რომ წელს 3 ტონამდე თხილის მოსავალთან ერთად სიმინდიც გაუნადგურდა.

„ცოტა გვქონდა დათესილი, მაგრამ ისიც გაგვინადგურდა...ასი ტაროდან 20 ვარგა მხოლოდ, მავნებელმა გაანადგურა. ჯერ ადრეა, მაგრამ სიმინდის მოსავალი ავიღეთ უკვე, რა აზრი აქვს ლოდინს, ღორებს ვაჭმევთ“, - ამბობს ის.



სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თხილის ბაღების მიმდებარე ფართობებს სააგენტოს სპეციალისტები თერმული ნისლის გამოყენებით ამუშავებენ. ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმა და მიმდინარე კვირიდან ხორციელდება. აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ფართობების დაამუშავება 30 000 ჰექტარზეა დაგეგმილი.



საკარანტინო მავნებელმა სამეგრელოს უმეტეს რაიონებში თხილის თითქმის 80% გაანადგურა.

ახალი ინვაზიური მავნებელი, აზიური ფაროსანა - ყავისფერი, მარმარა სუნიანი ბაღლინჯო (halyomorpha halys) - სასოფლო- სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიშ მავნებელს წარმოადგენს. მავნებელი აზიანებს 200 სახეობის მცენარეს, მათ შორის, ხეხილოვან კულტურებს, თხილს, ვაზს, კენკრას და სხვა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.