კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში ტრენინგი ჩატარდა. მას გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე
საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული
პირები დაესწრნენ. სწავლება ასოციაცია „აგორას“ პროექტის “ ნდობის
აღდგენის ღონისძიებეის გატარება კოლხური ბზის გადარჩენის გზით“
ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის ექსპერტის ირაკლი დარსმელიას თქმით, შეხვედრის მიზანია
კოლხური ბზის მცირე სანერგეების მოწყობის მეთოდიკისა და დაზიანებული
მასივების მოწყობა-განაშენეინებასთან დაკავშირებული ინფორმაციის
გავრცელებაა.
„მოგეხსენებათ, რომ დასავლეთ საქრთველოში კოლხური ბზის გავრცელების
არეალი მკვეთრად შემცირდა, რაც ბზის ალურასა და სოკოვანი დაავადებების
გავრცელებამ გამოიწვია. ტრენინგის მონაწილეებს ასევე გავაცანით, თუ რა
კანონმდებლობა გვაქვს და რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორც სატყეო
ფონდის მიწებზე, ისე მუნიციპალურ ტერიტორიებზე“, - აღნიშნა ირაკლი
დარსმელიამ.
გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებს „AGORA” საკუთარ სანერგე
მეურნეობაში გაშენებულ ბზის ნერგებს უსასყიდლოდ
გადასცემს.ზემოაღნიშნული პროექტი ევროკავშირის დაფინანსაებითა და
გარეოს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივით
ხორციელდება.
დასავლეთ საქართველოში ბზის ალურა და სოკოვანი დაავადებები რამდენიმე
წლის წინ გავრცელდა. სპეციალისტების ინფორმაციით, კოლხური ბზის დიდი
ნაწილი უკვე განადგურებულია.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები