თეონა მოსიას მეგრული ჯაზის საღამო MEGO bar -ში (ვიდეო)
13:59 / 05.09.2017
ზუგდიდელმა ჯაზ-მომღერალმა თეონა მოსიამ, რომელიც წლებია ვენაში
მოღვაწეობს, სოციალურ კაფეში MEGO bar კონცერტი გამართა.
მომღერალმა საკუთარი რეპერტუარიდან მსმენელს, ძირითადად, მეგრული
სიმღერები წარუდგინა, მათ შორის, "ერეხელის" ჯაზ ვერსია და "ჩე ჯა".
ეს უკანასკნელი კი მომღერალმა მაყურებლის თხოვნით ორჯერ შეასრულა.
"მეგრულ ჯაზს განსაკუთრებული ემოციით ვასრულებ და ამას თვითონაც
ვგრძნობ, ხანდახან ცრემლები მადგება თვალზე", - თქვა ჯაზ
შემსრულებელმა.
მანამდე, თეონა მოსიამ კონცერტი პირველ სამუსიკო სკოლაში გამართა.
კახათელი მომღერალი ავსტრიაში 12 წელია მოღვაწეობს. თეონა მოსიას
შემოქმედების დიდი ნაწილი ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა. ამ
კომპოზიციების უმეტესობა კი მეგრულ სიმღერებზეა აგებული.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები