ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა მოსახლეობამ
აქცია დროებით შეწყვიტა. ისინი ხელისუფლებას მათი
მოთხოვნების შესასრულებლად ერთ კვირას აძლევენ, წინააღმდეგ
შემთხვევაში ორშაბათიდან ფართომაშტაბიანი აქციებითა და შიმშილობის
დაწყებით იმუქრებიან. ამასთან, ამბებენ, რომ თუ კომპენსაციას არ
მიიღებენ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ აგვინაზღაურონ დანაკარგი კომპენსაციის სახით.
ბანკში გვაქვს სესხები, ვითხოვთ ერთი წლით შეგვიჩერონ ბანკის
გადასახადები. ორშაბათამდე დაველოდებით მთავრობის რეაგირებას, თუ არ
იქნება ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება აქციები გაგრძელდება. აქ ამ
შენობის წინ დავჯდებით და ვიშიმშილებთ“, - განაცხადა ნონა
კვარაცხელიამ.
აქციის მონაწილეებს ზუგდიდის ვიცე მერი გია გულორდავა შეხვდა და
განუმარტა, რომ აზიური ფაროსანას შესაწამლი ღონისძიებები
გრძელდება.
„გამოყოფილია 22 ერთეული ტექნიკა, ჩაერთვება ავიაციაც და მავნებელთან
ბრძოლა გრძელდება. არის რაღაც პროცენტი მოსავლის, რომლის გადარჩენაც
შეიძლება და ამისთვის ვიბრძვით. რაც შეეხება კომპენსაციებს, მიდის
მუშაობა, გადწყევტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ სამართლიანი
იქნება, ალბათ, როგორც კახეთში სტიქიური უბედურების შედეგად,
მოსახლეობის მიმართ კომპენსაციის გაცემა ესეც შეიძლება ჩაითვალოს
სტიქიურ უბედურებად. ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და ცენტრალურ
მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - აღნიშნა გია
გულორდავამ.
აქციის მონაწილეებთან ერთად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათ
შორის, დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა, "ევროპული
საქართველოს" მერობის კანდიდატი ლელა ქებურია და ფრაქცია ენმ-ის წევრი
ანა წითლიძე იმყოფებოდანენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები