ამ წუთებში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია
მიმდინარეობს. ზუგდიდის
რაიონის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობა გუბერნატორ ლევან
შონიასთან შეხვედრასა და აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის
კომპენსაციას ითხოვს.
მათივე თქმით, ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხები ამ დრომდე არ
მიუღიათ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი
შიმშილობითა და მასშტაბური აქციებით იმუქრებიან და ამბობენ, რომ
მომავალ ორშაბათს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან
გადაინაცვლებენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მობილიზებულია
პოლიცია. სამართალდამცავებს ბარიკადები აქვთ აღმართული. აქვე
იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები