ზუგდიდში საშემოდგომო სკოლა „საქართველოს ევროინტეგრაცია“ გაიხსნა (ვიდეო)
16:00 / 25.09.2017
დღეს ზუგდიდში სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა „საქართველოს
ევროინტეგრაცია“ გაიხსნა. სკოლის
ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს
ევროინტეგრაციის პროცესს, უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ევროკავშირის
მოქმედ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რაც ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის
პროცესს მოაქვს.
სკოლა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაიამ და ნატოსა და
ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე
გიორგი ფარეშიშვილმა გახსნეს.
„სტუდენტურ ახალგაზრდობას უნდა მიაწოდო ინფორმაცია ევროკავშირზე,
ნატოზე, DCFTA-სა და სხვა საკითხებზე, რომელიც საქართველოს
ევროკავშირთან ინტეგრაციას ეხება. გარდა ამისა, სკოლაში ინფორმაციას
მიაწვდიან კომუნკიაციის სტრატეგიაზე, ვგულისხმობ ნატოსთან
დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა
შენგელიამ.
„გარდა სხვადასხვა ინფორმაციისა, ერთი დღე დაეთმობა ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების მიმართულებას ვაჭრობაში. მნიშვნელოვანია მსგავსს
საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობა“, - აღნიშნა „მმართველობა
განვითარებისთვის“ (G4G) წარმომადგენელმა მაია ერისთავმა.
სკოლა 27 სექტემბერს დაიხურება და მონაწილეებს სერთიფიკატები
გადაეცემა. საშემოდგომო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – ის პროექტთან
„მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით იმართება.
მსგავსი პროექტის განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც
იგეგმება.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები